ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, მოადგილე სოსო რეხვიაშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ინა კაპანაძესთან და როინ მარკოიძესთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები მოხის, ჭეჭლისა და ზედუბნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გამართეს.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი საირმე – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელი ჭელა – სასმელი წყლის ქსელის მოწყობა;
სოფელი ჭეჭლა – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი კეხოვანი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი მოხე – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ციხისუბანი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელი ნამინაური – სასმელი წყლისთვის D63-მმ მილების შეძენა;
სოფელი ღორთუბანი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ზედუბანი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი აფიეთი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
ადიგენის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრები დღეს დაიწყო და 27 თებერვალს დასრულდება.
შეხვედრები ეტაპობრივად 55 სოფელსა და დაბა აბასთუმანში გაიმართება. პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 000 ლარია გამოყოფილი, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.