მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შმაგი ბიძიშვილთან ერთად ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილს და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილთან ერთად, ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილს და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
მხარეებმა სკოლებში არსებული საჭიროებები და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა მიმოიხილეს.
ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის მხრიდან სკოლების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მერიის ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის უფასო სწავლებას ითვალისწინებს.
მერმა შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების ხელშეწყობისა და მათთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.