ცხელი ხაზი: +995 366 29 12 61

მეილი: მერია

მეილი: საკრებულო

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ჭულევის მონასტერი
Previous
Next

1 ივნისი , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა.

მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ღონისძიება გაიმართა. პატარებისთვის მოეწყო საბავშვო კუთხე, მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სახე მოეხატათ.

პარკში მოსული პატარა სტუმრები მერიამ ნაყინებით დაასაჩუქრა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობა მიულოცა.

აგრეთვე, ღონისძიებაზე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მისულ მაყურებელს, სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარუდგინეს.