ცხელი ხაზი: +995 366 29 12 61

მეილი: მერია

მეილი: საკრებულო

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ჭულევის მონასტერი
Previous
Next

ადიგენის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების-უდის, შოლავერის, დიდი სმადის შიდა საუბნო გზებისა და საირმე -ჭელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ- მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე.

პროექტის ფარგლებში გზის მონაკვეთებზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 611 282 ლარია გამოყოფილი.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.