ადიგენის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია. სამუშაო პროცესს კოორდინაციას ადიგენის მერის დავალებით, მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად უწევს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად 5 კომბაინი მუშაობს.
მოსავლის აღების სამუშაოები მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში დასრულდება.