მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, ასევე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ადიგენის განყოფილების წარმომადგენლებთან, ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებთან, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ჭულეს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ანთიმოზმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ჯარისკაცი – არტემ ბალახაშვილი, დევი ჩადუნელი და ალექსანდრე ზაზაშვილი დაიღუპა. დაბა ადიგენში მათი სახელობის ქუჩები არსებობს.