მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში მინი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საღრძეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი, განათებითა და კალათბურთის ფარებით.
ამავდროულად, დაბა ადიგენში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარე მინი მოედანს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, სადაც დაიგო რკინა-ბეტონის ფილა და დამონტაჟდა ხელოვნური ბალახის საფარი.
ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 168 887 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.