ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქიმაძის ხელმძღვანელობით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ასევე იმსჯელეს საბჭოს წევრების ინიციატივებზე სხვადასხვა მიმართულებით.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.
მრჩეველთა საბჭოს მუშაობა ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას, საზოგადოების ინფორმირებულობასა და მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.