ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე სოფელ ქვემო ენთელში, ორ ლოკაციაზე, შიდა საუბნო გზა ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ადიგენის მერიის ინსპექტირების და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში ეწყობა რკინა-ბეტონის გზა, 606 მეტრის მონაკვეთზე, ეზოში შესასვლელებით, სანიაღვრე არხებითა და მიერთებებით.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 297 999 ლარია.
აღსანიშნავია, რომ მერის დავალებით მუნიციპალიტეტში განხორციელებულ თითოეულ პროექტზე მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი ხორციელდება.