მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტში გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველ მოადგილესთან არსენ ბალახაშვილთან ერთად, სოფელ უდეში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სოფელ უდეში შიდა საუბნო გზის 1090 მეტრის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოს შესასვლელები.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 374 899 ლარია.