მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად გრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე სოფელ წახანსა და წახანწყაროში მაგისტრალური გაზსადენის მოწყობა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა მაგისტრალური ქსელის მშენებლობა და შიდა ქსელის სამუშაოები დაიწყო სოფელ ზარზმაში.
საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზემო ენთელსა და ქიქინეთში.
ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სრულად გაზიფიცირებულია 33 დასახლებული პუნქტი და მოსახლეობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.