მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, სოფელ ვარხანში შიდა საუბნო გზები ეწყობა, რაც ადგილობრივების გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს.

პროექტი გარდამავალია და მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის 570 მეტრის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, ეზოში შესასვლელებით, სანიაღვრე არხებითა და მიერთებებით.

სამუშაო პროცესს ადგილზე მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება, რომლის ღირებულება 419 282 ლარია.