ადიგენის მუნიციპალიტეტში გარემოს გამწვანების აქტიური სამუშაოები გრძელდება
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს გარემოს გამწვანებისა და სხვა ეკოლოგიური პროექტების განხორციელება, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ეკოსისტემის გაუმჯობესებას, მწვანე საფარის გაფართოებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ ინიციატივების ფარგლებში, დაბა ადიგენში აქტიურად მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეული ადგილების ნიადაგის მომზადება ხე-მცენარეების დასარგავად. აღნიშნულ პროცესში კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნიადაგის მომზადებას, ხე-მცენარეების დარგვას და მათ მოვლა-პატრონობას.
ღონისძიების ფარგლებში, სამუშაოებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მიმართულებით განვითარება გრძელდება – ბუნებისა და გარემოს დაცვა, მოვლა-პატრონობა ჩვენი პასუხისმგებლობაა.