მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტი და ტურისტული მარშრუტები
ადიგენის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თავისი მრავალფეროვანი და გამორჩეული ბუნებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი — არსიანის ქედის ფერდობებს. ტერიტორია — 799,6 კვ.კმ, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კვ.კმ. ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი – ცივი, ზაფხული – ხანგრძლივი და გრილი.
ბუნების, ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულ ვიზიტორებს ადიგენში მოწყობილი მრავალი საინტერესო ტურისტული მარშრუტი ელოდება, მათ შორის: ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი, უდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, ჭულეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, შოშხოთის მონასტერი, ბუზმარეთის ეკლესია, ოქროს ციხე, ზანავის ციხე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, თრიალას ტბა, სოფელი მოხის საპიკნიკე ადგილი და სხვა.
აღსანიშნავია, ისიც რომ ბოლო წლების მანძილზე, ადიგენის მუნიციპალიტეტს ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით არაერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა. ეწყობა საინფორმაციო ტურისტული ცენტრი, საპიკნიკე სივრცეები.
ადიგენს, ასევე ალამაზებს მიმდინარე და დასრულებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობები.