მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფელში შიდა საუბნო გზა წესრიგდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში, გომაროში, ლელოვანსა და სოფელ ადიგენში შიდა საუბნო გზები სხვადასხვა მიმართულებით წესრიგდება.
სამუშაოები სოფელ ლელოვანსა და გომაროში უკვე დასრულდა, ხოლო ზანავსა და სოფელ ადიგენში აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ჯამში სოფლებში 637 მეტრის მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა, სანიაღვრე არხებითა და ეზოში შესასვლელებით.
სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება, რომლის ღირებულება 330 043 ლარია.