მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო „ადიგენის საპატიო მოქალაქე 2024“ წოდების მინიჭებაზე წარსადგენად განცხადებების მიღება
განცხადებები 2024 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით მიიღება.
განცხადება წარედგინება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს.
ა) საპატიო წოდება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს წელიწადში ერთხელ, ადიგენობის დღესასწაულზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეულ კანდიდატებს:
ა) საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული
დამსახურებისათვის;
ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი, უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წინაშე, ადიგენის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.
განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიით შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრს – ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს;
ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ(ებ)ს;
ვ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს;
კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
მისამართი: დაბა ადიგენი, თამარ მეფის ქუჩა N5, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია (ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური).