ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ სამუსიკო სკოლებში წლის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სამუსიკო სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები, მაყურებლის წინაშე წლის განმავლობაში მიღებული ცოდნით წარდგნენ. მოსწავლეებმა საფორტეპიანო ნომრები, საგუნდო სიმღერები, ფანდურის და გიტარის თანხლებით შეასრულეს.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ააიპ სამუსიკო სკოლაში ამ დროისთვის 225 ახალგაზრდა სწავლობს, რომლებსაც ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის გადაწყვეტილებით, მერია სწავლის საფასურს სრულად 100% უფინანსებს.