მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში ნიკოლოზობის დღესასწაული და სახალხო დღე – ქვაბიჯვრობა აღინიშნა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ნიკოლოზობის დღესასწაული და სახალხო დღე – ქვაბიჯვრობა აღინიშნა.
დილიდან სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ქვაბიჯვარში მდებარე ეკლესიაში ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ნიკოლოზობის დღესასწაულისა და სახალხო დღის აღნიშვნას, მრევლთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ახალგაზრდული პროექტის „შემოიარე ადიგენი 2024“-ის მონაწილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ ქვაბიჯვრობა, პირველად 2022 წლის 22 მაისს აღინიშნა და ტრადიციულ სახალხო დღედ ჩამოყალიბდა.