დღეს, დაბა ადიგენში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
შეკრებილებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათი წვლილის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც ამ დაუნდობელმა ომმა შეიწირა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.