ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის ღირებულება 97 000 ლარია.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები და ეწყობა თანამედროვე სტილის გარე განათებები.
აღსანიშნავია, რომ დასახლებაში სკვერი არ არსებობდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი იქ მცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერით, ხოლო ბავშვები საბავშვო-გასართობი კუთხით ისარგებლებენ, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლებათ.