მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების  სამყური-ღორძეს დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის ღირებულება 580 000 ლარია.

პროექტის ფარგლებში 1193 გრძივი მეტრის მონაკვეთზე ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხებით.

სამუშაო პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლებამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით კი მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სოფლებში მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ, ისინი კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“-აღნიშნა გოჩა ქიმაძემ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
მაისი 2024
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031