მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ

ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მერის სათათბირო ორგანოს -სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ დამსწრეებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები და სამომავლო ხედვები გააცნო. სხდომა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა , მერთან ერთად საბჭოს წევრებმა განიხილეს წინადადებები და რეკომენდაციები მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების , არსებული გამოწვევების დაძლევის გზების , აგრეთვე სამომავლო ამოცანების შესახებ.

აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ტრადიციული იქნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობას, პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრას და ოპერატიულად გადაჭრას, უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930