მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში ჭადრაკში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

ადიგენის ახალგაზრდულ შენობაში, ჭადრაკში პირველობაზე 7-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ვაჟები, 6-13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გოგონები და სენიორები ეჯიბრებოდნენ.

ტურნირი მოზრდილებში ოლიმპიური, ხოლო სენიორთა შორის წრიული სისტემით წარიმართა. შეჯიბრი ჭადრაკის მოყვარულებს შორის საინტერესოდ მიმდინარეობდა, სადაც გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.

ფინალში გასულ ნორჩ მოჭადრაკეებს ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა, ა.(ა).ი. კომპლექსური სასპორტო სკოლის პედაგოგებთან ერთად გამარჯვება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და თასები, მედლები, წიგნები და სიგელები გადასცეს.

ტურნირი ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით და ადიგენის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.