ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.
სოფელ არალში, ე.წ ახალი დასახლების მიმართულებით, 642 მეტრის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის შიდა საუბნო გზა მოეწყო, მიერთებებით, სანიაღვრე არხებითა და ეზოში შესასვლელებით.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, რომლის ღირებულება 239 999 ლარია.