მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და არალში შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარი, ჯამში 2722 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტში, ასევე გათვალისწინებულია მიერთებების, სანიაღვრე არხებისა და ეზოში შესასვლელების მოეწყობა.
სამუშაოები სოფელ უდეში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის, ხოლო სოფელ არალში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 1 167 998 ლარია