ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრები სოფლებში: კეხოვანში, დერცელში, კიკიბოში, ნამინაურსა და ციხისუბანში ჩატარადა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მერიის, საკრებულოსა და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
2024 წელს პროგრამის განსახორციელებლად, ადიგენის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დაემატება და სოფლებში ის პროექტები განხორციელდება, რომელიც ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით თვითონ შეარჩიეს. უახლოეს ხანში შერჩეული პრიორიტეტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.