ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უდის საცეკვაო დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დღეს, განახლებული დარბაზი ადგილობრივი ანსამბლის მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა.
სოფელი უდის მოსახლეობას ახალი დარბაზის გახსნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იოსებ ალიბეგაშვილმა მიულოცეს, სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი საჭიროებები მოისმინეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
დღესვე, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახლად რეაბილიტირებული ადმინისტრაციული შენობაც მოინახულეს.