მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი აქტიურ ფაზაშია

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ თითოეულ პროექტზე, მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი ხორციელდება. ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი აქტიურ ფაზაშია.

ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხუთი პროექტი უკვე განხორციელდა, ერთი კი მიმდინარეობს: საირმე-ჭელის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ უდეში „ზაზათუბნის“ საუბნო გზა, სოფელ შოლავერში საუბნო გზა, სოფელ დიდ სმადაში სასაფლაომდე მისასვლელი გზა, სოფელ ბოლაჯურში ე.წ „ძინძიბაძეების“ უბნის შიდა საუბნო გზა, უახლოეს ხანში დასრულდება ასევე, მლაშისა და მოხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. აღნიშნულ სოფლებში, პროექტის ფარგლებში ასფალტ–ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოფლებამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30