მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტს, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისის ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მამომობილი ეწვია
ადიგენის მუნიციპალიტეტს, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისის ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მამომობილი ეწვია.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი და ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი რუიზან ქიმაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობისთვის განხორციელდა ძუძუს კიბოს სკრინინგი (მამოგრაფიული კვლევა) 40-დან 70 წლის ჩათვლით და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებისთვის. პარალელურად, ჩატარდა არტერიული წნევის კონტროლი, ასევე „C” და „B” ჰეპატიტებისა და „აივ“-ინფექციების ინტეგრირებული სკრინინგი.
მსგავსი სახის სამედიცინო აქციები მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.