ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელი ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
ადიგენის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მერი გოჩა ქიმაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ნონა ჭიჭინაძე, სოფელი ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია- მოვალეობების გაცნობა წარმოადგენდა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსწავლეების დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა, ხოლო ახალგაზრდებმა თავის მხრივ საკუთარი ინიციატივები და იდეები გააჟღერეს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ, რაც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
შეხვედრა ხევაშენის საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ადიგენის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.