მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენელი ახალგაზრდებისათვის ლექცია სახელწოდებით მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში გაიმართა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ბეთხოშვილი, სპორტის, ტურიზმის, ქალისა და მამაკაცის განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა ვარდიძე თანამშრომლებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, დაბა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის „მოგზაურობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამყაროში“ ფარგლებში გამართულ ლექციას დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა გამართეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია. ჩატარდა ცოდნის ასამაღლებელი ლექცია, ასევე მონაწილეები გაეცნენ GITA-ს 2026 წლის სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის საგანმანათლებლო, ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების მიმართულებებს.
ღონისძიება 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარით დასრულდა.
ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით – “ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერების კონცეფციის ფარგლებში” ჩატარდა, რომლის მიზანს რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება წარმოადგენდა.