სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფლებში: შოყაში, ზემო ენთელში, ფხეროში, ჩორჩანში, დიდსა და პატარა სმადაში გაიმართა.
შეხვედრებს მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტეს, თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. მათივე გადაწყვეტილებით შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფელი ზემო ენთელი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი შოყა – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ფხერო – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი ჩორჩანი – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი დიდი სმადა – შიდა საუბნო გზის მოწყობა;
სოფელი პატარა სმადა – გარე განათების ქსელის მოწყობა;
შეხვედრები 34 სოფელში უკვე გაიმართა. დარჩენილ სოფლებში კი ეტაპობრივად 27 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 000 ლარია გამოყოფილი, რასაც დაემატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.