აბასთუმნის ფილტვის ცენტრი 5 წლისაა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილე შოთა როსტიაშვილსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა ქიმაძესთან ერთად, ცენტრის დირექტორს რევაზ ჟღენტსა და მედპერსონალს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
ბესიკ ამირანაშვილმა აბასთუმნის ფილტვის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა მათ პროფესიონალიზმზე, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში გაწეულ ღვაწლზე.
ასევე, აბასთუმნის ფილტვის ცენტრის განვითარებაში შეტანი წვლილისთვის, მადლობის სიგელები, ცენტრის დირექტორსა და ღვაწლმოსილ პერსონალს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა გადასცა.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი 2019 წელს დაარსდა და დღესდღეობით ფილტვების ქრონიკული დაავადებების სტაციონარული ტიპის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სარეაბილიტაციო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში.