ცხელი ხაზი: +995 366 29 12 61

მეილი: მერია

მეილი: საკრებულო

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ჭულევის მონასტერი
Previous
Next

2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

„ზარზმობის“  დღესასწაული ადიგენში

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტმა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნა, რომელიც  მისსავე აშენებულ ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში,  ფხეროში, მლაშეში, სოფელ ადიგენსა და მოხეში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნები მოწყობა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა  ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შმაგი ბიძიშვილთან და  მერის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ადიგენის სოფლებში ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში  დიდ სმადაში, ზემო ენთელში,  საღძესა და სოფელ აბასთუმანში,  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დასრულებულია.

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი აქტიურ ფაზაშია

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ თითოეულ პროექტზე, მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი ხორციელდება. ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი აქტიურ ფაზაშია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყობა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით,    სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სოფელ ფხეროში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და მერის ინიციატივები

დაბა ადიგენში, ახალგაზრდობის საერთაშორის დღეს, მასშტაბური ღონისძიება მოეწყო, სადაც ღამის შოუს ბენდმა სასიამოვნო საღამო აჩუქა მაყურებელს. ღონისძიება, ადიგენის მუნიციპალიტეტის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ დამსწრეებს დიდგორობა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან საკუთარი ინიციატივებიც გააჟღერა:

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ ზემო ენთელში, შიდა საუბნო გზის, 560 მეტრის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, აგრეთვე გზაზე წყალგამტარი არხები- ე.წ წიგნები მოეწყო.

დაბა ადიგენში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.