ფეხბურთში მოყვარულთა თასი 2022-ის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო. დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე გახსნითი თამაშისას ერთმანეთს ექვსი გუნდი დაუპირისპირდა.
ფეხბურთში მოყვარულთა თასი 2022-ის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო. დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე გახსნითი თამაშისას ერთმანეთს ექვსი გუნდი დაუპირისპირდა.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გარემოსდაცვით ღონისძიებებს, დასუფთავების აქციით შეუერთდა ადიგენის მუნიციპალიტეტი. დასუფთავების აქციაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი , მერიის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(აიპ)-ების თანამშრომლები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა. დაბა ადიგენში, ბაზრის ტერიტორიაზე გამოფენა/დაჯილდოება მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რძის პროდუქტები (ადიგენში მოქმედი კოოპერატივები ).მსურველებს შეეძლოთ გაცნობოდნენ მომწოდებლების პროდუქციასა და აღჭურვილობებს.
ადიგენში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა.
დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ანტონ გელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს. აქტიურად მიმდინარეობს სოფლების- დიდი სმადის, უდისა და შოლავერის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 1 800 000 ლარს შეადგენს , რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მერის სათათბირო ორგანოს -სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
დღეს, 3 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა .