მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

საპატიო მოქალაქეები

2023  წლის  საპატიო  მოქალაქეები

2023 წელს ადიგენის საპატიო მოქალაქეების წოდება ადიგენის მკვიდრებს რამაზ აღლემაშვილსა და თამაზ ჯიჯეიშვილს მიენიჭათ.

რამაზ აღლემაშვილი – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უდის მკვიდრი. კლინიკა „ინოვას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი,პროფესიონალი ორთოპედ-ტრავმატოლოგი,ამავე დარგის პროფესიონალი ქირურგი, კლინიკა „ინოვას“ ორთოპედიული განყოფილების ხელმძღვანელი და კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, პაციენტებზე მზრუნველი და თავისი საქმის პროფესიონალია. იგი თავისი მხარის სიყვარულით ყოველთვის გამოირჩევა და ჩართულია მხარის განვითარებაში სხვადასხვა მიმართულები. იგი ამ კუთხის მოსახლეობას ყოველთვის თავდაუზოგავად უწევს სამედიცინო დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ ბატონ რამაზ აღლემაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში დანერგილია მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრის ოპერაცია ნაკლებ ინვაზიური მეთოდით. მას პირველად საქართველოში გაკეთებული აქვს მხარის, კოჭ-წვივის და იდაყვის სახსრების ენდო პროთეზირება. ასევე, ონკოლოგიური პროფილის ოპერაციები; სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს ორგანოშემანარჩუნებელი ტიპის ოპერაციები. აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება რენდო პროთეზირების შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობების, ძვალ -სახსროვანი სისტემის ჩირქოვანი გართულებების და ლულოვანი ძვლების სეგმენტური დაგრძელების სფეროში.

 

თამაზი ჯიჯეიშვილი-ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის მკვიდრი.  შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ექიმ-პულმონოლოგი. იგი, როდესაც ტუბსაავადმყოფოში მუშაობდა  უმძიმესი ავადმყოფების მოვლა-პატრონობის მძიმე ტვირთის მსუბუქად ტარების მაგალითს აძლევდა თანამშრომლებს, ამის პარალელურად კი ყოველთვის ახერხებდა,  აბასთუმნისა და მიმდებარე სოფლების თითქმის ყველა ოჯახში მოენახულებინა, ენუგეშებინა და თავისი საექიმო ოსტატობით ემკურნალა სხვადასხვა პროფილის პაციენტებისათვის და მიეცა შესაბამისი რჩევა-დარიგება. დღესაც, ყველა ოჯახში იმედად და სიხარულის შემტანად ეგულებათ და მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ასე გრძელდება დღესაც.

 

ბატონი თამაზი აბასთუმნისა და მთელი სამცხე-ჯავახეთის ისტორიის უბადლო მცოდნეა.იგი დიდი გულშემატკივარია მუნიციპალიტეტის. თავისი ლაღი ბუნებით, განვლილი დიდი ცხოვრებისეული გზითა და მაგალითით, მართლაც რომ სანიმუშო და მისაბაძი ცოცხალი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.

 

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30