ცხელი ხაზი: +995 366 29 12 61

მეილი: მერია

მეილი: საკრებულო

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ჭულევის მონასტერი
Previous
Next

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები და ნატო, საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა- აღნიშნულ საკითხებზე დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი- ნიკოლოზ ხატიაშვილი უძღვებოდა, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დაესწრნენ. სადისკუსიო ფორმატში გამართული შეხვედრისას, განიხილეს სამომავლო გეგმები, დასახეს ამოცანები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“- აღნიშნულ პროექტს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ , ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.