ცხელი ხაზი: +995 366 29 12 61

მეილი: მერია

მეილი: საკრებულო

ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმნის ობსერვატორია
ადიგენის მუნიციპალიტეტი
ოქროს ციხე
Previous
Next

მდებარეობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მდებარეობა
ადიგენის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ახალციხის (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ხულოს (აჭარის რეგიონი) და ბაღდათი (იმერეთის რეგიონი) მუნიციპალიტეტებს, რომლებთანაც დაკავშირებულია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორია (799,53კვ.კმ) უმეტესად მთაგორიანია და მდებარეობს ზღვის დონიდან 1200-1600 მ-ზე. ადიგენის მუნიციპალიტეტში არის ორი დაბა – დაბა ადიგენი, დაბა აბასთუმანი და 55 სოფელი, აქედან 44 – მაღალმთიან დასახლებათა სტატუსით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი – დაბა ადიგენი, საქართველოს დედაქალაქიდან დაშორებულია – 220 კმ-ით (ავტომობილით 3 სთ და 30 წუთის სავალი დროით), უახლოესი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი – 235 კმ-ით (4 საათი სავალი დროით. ადიგენი 40 წუთის სავალი მანძილით არის დაცილებული რეგიონული ცენტრიდან – ქ. ახალციხიდან (30 კმ) და უახლოესი, ახალციხის რკინიგზის სადგურიდან დაშორებულია 30 კმ-ით (30 კმ). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019-2022 წლებში დასრულდება ქუთაისი-აბასთუმნის საავტომობილო მაგისტრალის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, რაც ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს. ასევე გათვალისწინებულია ახალციხე-ადიგენი-ბათუმის საავტომობილო მაგისტრალის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, რომელიც სამხრეთ საქართველოს დააკავშირებს შავ ზღვასთან. 2018 წლის პირველი იანვრის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 16.5 ათასია, ქალები 50,1%. მუნიციპალიტეტის ურბანულ დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 11%. მუნიციპალიტეტის შრომისუნარიანი მოსახლეობა შეადგენს მთელი მოსახლეობის 58,5%-ს. აქედან კაცი 33,3%-ია.