დაბა ადიგენში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები „ზარზმა“, „კავური“, „ჭულე“, „ჰარალე“, ფოლკლორული გოგონათა გუნდი „საქართველოს მომავალი“ და ფოლკლორული ანსამბლი “ხმა მესხეთიდან”, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.
ადგილობრივმა შემსრულებლებმა მაყურებლის წინაშე უკვე ცნობილი და ახალი რეპერტუარიდან სიმღერები და ცეკვები შეასრულეს და მოსულ მაყურებელს დრო სასიამოვნოდ გაატარებინეს.
ღონისძიება დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში გაიმართა, რომელსაც ადიგენის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოსწავლე-ახალგაზრდები და მათი პედაგოგები ადგილობრივებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადიგენის მერიის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.