დაბა ადიგენში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ნარდში-პირველი ეტაპი, გაიმართა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა და მასში მონაწილეობა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულმა ნარდის მოყვარულებმა მიიღეს.
ნარდის მოყვარულმა მონაწილეებმა საინტერესო და დაძაბული თამაში გამართეს, სადაც გამოვლინდნენ მეორე ეტაპზე გადასულები.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, ნარდის მოყვარულებს, 18 წლის ზემოთ, 14 – 16 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.პირველ და მეორე ადგილზე გასულ, გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიების ორგანიზატორია მერიის კულტურის სამსახური