ადიგენი დღეს გამორჩეულად ლამაზი და ხალხმრავალია. მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “ ადიგენობა 2024“ აღინიშნა
დაბა ადიგენში, საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, სახეზე ხატვის კუთხე, ატრაქციონები. გაიმართა დრამერების მსვლელობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ამის პარალელურად მობრძანებულ სტუმრებს ადგილობრივი პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტისადმი განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო ადიგენელებად კი ნანული ჩილაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ნათელა ნარიმანიშვილი და ზაური კვატაშიძე დასახელდნენ, რომლებსაც სპეციალურად დაწესებული ჯილდო მერმა გოჩა ქიმაძემ გადასცა.
ღონისძიება გალა კონცერტით გაგრძელდა, მაყურებლის წინაშე ბენდი „მიქსტურა“ წარდგა. სახალხო დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
„ადიგენობა 2024“ მერის გოჩა ქიმაძის ინიციატივით მეორე წელია მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება.
მუნიციპალიტეტის სახელობითი ღონისძიება ადიგენის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.