მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი: + 995 366 29 12 61

ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა

ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა.

დაბა ადიგენში, ბაზრის ტერიტორიაზე გამოფენა/დაჯილდოება მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რძის პროდუქტები (ადიგენში მოქმედი კოოპერატივები ).მსურველებს შეეძლოთ გაცნობოდნენ მომწოდებლების პროდუქციასა და აღჭურვილობებს.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2-ის“ ფარგლებში, ინოვაციური მცირე გრანტების გამარჯვებულებს (მეცხოველეობის და ვეტერინარიის კუთხით) სერთიფიკატები და აღჭურვილობები გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება , გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC) მხარდაჭერით ააიპ სამყარო/EYW-მ გაუწია.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ადიგენის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
შენი იდეა ადიგენს
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
სექტემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30