ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი 1, 8 კმ-იან მონაკვეთზე რეაბილიტირდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან დაზიანებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას.
პროექტის დასრულების შემდეგ კი, სოფელ წახანში მცხოვრებ 70 ოჯახს, სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. შემცირდება წყლის დანაკარგები და გაუმჯობესდება წყალმომარაგება.
სოფელ წახანში, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალისათვის მილების შეძენა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა, სამუშაოებს კი ადიგენის მერიას დაქვემდებარებული წყალმომარაგების სამსახური ახორციელებს.