ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, რონდელის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე – რეგიონის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ზარზმის მონასტრის სასულიერო პირები, ადიგენის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი და საჯარო სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
შეხვედრისას, მონაწილეებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე, დასახული ამოცანების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას, გარდა რონდელის ფონდის თანამშრომლებისა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ერიკ ილესი და საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის სექციის პირველი მდივანი სოფი ვესტერბერგი რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი და პროგრამის ოფიცერი კახა ხიმშიაშვილი ესწრებოდნენ.