მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები

ადიგენის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, ციხე-კოშკები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: ზარზმის მონასტერი, იჯარეთის მონასტერი, ჭულე, ოქროსციხე, ზანავის ციხე, ოძრხე. ბუნების ძეგლებია გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა.

ისტორიული და ბუნებრივი ძეგლის დასახელება მდებარეობა (დასახლებული პუნქტი) აგების მიახლოებითი თარიღი მანძილი მუნიციპალიტეტიდან მანძილი სამანქანო გზიდან
კმ
ქვეითად და ფეხით სავალი გზა
კმ
1 აბასთუმნის პარკი აბასთუმანი XIX საუკუნის ბოლოს 29 - -
2 ,,ახალი ზარზმის” ეკლესია აბასთუმანი 1889-1902 წწ 29 - -
3 თამარის ციხე აბასთუმანი IX-XI ს.ს. 28 28 2კმ აბასთუმანი
4 ,,მელნისის ციხე” აბასთუმანი განვით. შუა საუკუნე 27 27 4კმ აბასთუმნიდან
5 თამარის ხიდი მდინარე ოცხეზე აბასთუმანი IX-XI ს.ს. 22 22 0,3 კმ ცენტრამდე
6 სამონასტრო კომპლექსი აბასთუმანი განვით. შუა საუკუნე 23 23 1,5 კმ ცენტრ. გზიდან.
7 ,,მახვილოს ციხე”   განვით. შუა საუკუნე 21 21 5 კმ ცენტრ. გზიდან.
8 ეკლესია აბასთუმნის ყოფილი სამხედრო ყაზარმებთან XIX საუკუნე 22 22  
9 ნაეკლესიარები კურცხანის ხეობაში ,,ჩიღდარი”, ,,ტამღარ კუცხარი”, ,,ხათუნ ბეგლარი” და სხვა მდ. კურცხანის ხეობა ადრინდელი შუა საუკუნეები 20 20 10 კმ ცენტრ. გზიდან.
10 ეკლესია არალი გვიან. შუა საუკუნეები 18 18  
11 სტელა (ქვის სვეტი) არალი ადრ. შუა საუკუნეები 18 18  
12 ეკლესია კათოლიკური არალი შუა საუკუნე 18 18  
13 ეკლესიის ნანგრევები შოლავერი განვ. შუა საუკუნეები 10 10 1 კმ ცენტრ. გზიდან
14 ,,ზადენ” გორის სამარხი ბენარის ფაუნა ბენარა ბრინჯაოს ხანა 13 13 2 კმ ცენტრ. გზიდან
             
15 ეკლესია ბოლაჯური XIII საუკუნე 10 10 2 კმ ცენტრ. გზიდან
             
16 ნაეკლესიარი ბოლაჯურის სამხრეთით განვ. შუა საუკუნეები 10 10 1,5კმ ცენტრ. გზიდან
17 ,,ოქროს ციხე” ბოლაჯურის ჩრდილოეთით შუა საუკუნე 15 15 1 კმ ცენტრ. გზიდან
18 ეკლესია (სასაფლაოზე) ბოლაჯური XX საუკუნის ბოლო 11 11  
             
19 შოშხოთის ეკლესია გორგული ადრ. შუა საუკუნე 2 2 1კმ ცენტრ. გზიდან
20 ნაეკლესიარი ს.გორგულის სამხერთ- დასავლეთით გვ. შუა საუკუნე 2,5 2,5 1,5კმ ცენტრ. გზიდან
21 იჯარეთის მონასტერი იჯარეთი განვ. შუა საუკუნე
XIII საუკუნე
3 3  
22 ნაეკლესიარი სოფ. ადიგენი   1 1  
23 ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები ქიქინეთის ჩრდილო აღმოსავლეთით განვ. შუა საუკუნე 2 20 1კმ ცენტრ. გზიდან
             
24 ქიქინეთის ციხე (თამარის) ქიქინეთის ჩრდილო დასავლეთით XVI საუკუნე 20 20 20კმ ცენტრ. გზიდან
             
25 ეკლესიის ნანგრევი ქიქინეთის ნასოფლარი თუთაჯვარი შუა საუკუნე 21 21  
26 ჯამი (ყოფილი ეკლესია) წახანი XV საუკუნე 17 17  
27 მარიამობის ეკლესია ნანგრევები წახანი შუა საუკუნე 17 17  
             
28 ეკლესიის ნანგრევები ხარჯამი შუა საუკუნე 16 16 2 კმ ცენტრ. გზიდან
29 ეკლესიის ნანგრევები ნასოფლარი ,,ჭიხელი” შუა საუკუნე 20 20 3 კმ ქიქინეთიდან
30 ზანავის ციხე პატარა ზანავი განვ. შუა საუკუნე 5 5 0,8 კმ ცენტრ. გზიდან
31 ნაეკლესიარი დიდი ზანავი შუა საუკუნე 4 4 1 კმ ცენტრ. გზიდან
32 ჭულეს სამონასტრო კომპლექსი ზანავი XIV საუკუნე 6 6  
33 ნაეკლესიარი წრე შუა საუკუნე 1 1  
34 ახალი ეკლესია წრე XXI საუკუნე 1 1  
             
35 ნაეკლესიარი ლელოვნის აღმოსავლეთით 1 კმ-ზე  ადრ. შუა საუკუნე 5 5 0,7 კმ ცენტრ. გზიდან
36 ეკლესიის ნანგრევები ამხერი შუა საუკუნე 6 6  
37 ზარზმის მონასტერი ზარზმა XII- XIV საუკუნე 7 7  
38 თამარის წყარო ზარზმა XIV საუკუნე 6 6 0,5 კმ ცენტრ. გზიდან
39 ეკლესიის ნანგრევები არზნე შუა საუკუნე 6 6  
40 ,,ჩაკიდულას ეკლესიის ნანგრევები” უტყისუბანი შუა საუკუნე 18 18  
41 ქაცარაულის ეკლესიის ნანგრევები უტყისუბანი შუა საუკუნე 18 18 12 კმ ცენტრ. გზიდან
42 გაქვავებულის ტყის მასივი (გოდერძის) უყტისუბანი მდ. ძინძეს ხეობაში ქვის ხანა 20 20 2 კმ ცენტრ. გზიდან
43  გოდერძის ეკლესიის ნანგრევები ნასოფლარი გოდერძი შუა საუკუნე 18 18 12 კმ ცენტრ. გზიდან
44 კოშკის ნანგრევები კეხოვანი გვ. შუა საუკუნე 14 14  
45 ნაეკლესიარი კეხოვანი განვ. შუა საუკუნე 14 14  
46 ეკლესიის ნანგრევები კიკიბო შუა საუკუნე 24 24 0,3 კმ ცენტრ. გზიდან
47 ციხის ნანგრევები კიკიბო შუა საუკუნე 24 24 0,5 კმ ცენტრ. გზიდან
48 კოშკი ჭეჭლა შუა საუკუნე 14 14 1,5 კმ ცენტრ. გზიდან
49 ნაეკლესიარი ღაღვის შუა საუკუნე 25 25 3 კმ ცენტრ. გზიდან
50 ნაეკლესიარი ქვედა ღაღვის ნასოფლარი შუა საუკუნე 25 25 5 კმ ცენტრ. გზიდან
51 ღაღვის ციხე ღაღვის ნასოფლარი შუა საუკუნე 25 25 4 კმ ცენტრ. გზიდან
52 ნაეკლესიარი ქვაბიჯვარში ნასოფლარი შუა საუკუნე 23 23 1 კმ ცენტრ. გზიდან
53 ეკლესიის ნანგრევები ზედუბანი შუა საუკუნე 15 15  
54 ეკლესიის ნანგრევები ღორთუბანი შუა საუკუნე 15 15  
55 ციხის ნანგრევები ციხისუბანი შუა საუკუნე 17 17  
56 ქვაბი ჯვარის ეკლესიის ნანგრევები ნასოფლარი ქვაბი ჯვარის შუა საუკუნე 11 11  
57 ეკლესიის ნანგრევები აფიეთი შუა საუკუნე 13 13  
58 საირმის ნაეკლესიარი საირმე შუა საუკუნე 11 11  
59 ჭეჭლის ეკლესია ჭეჭლა შუა საუკუნე 13 13  
60 ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია უდე 1904-1912წწ 12 12  
61 ღვთისმშობლის ეკლესია უდე XIV-XVI საუკუნე 12 12  
62 ,,შუშან ქალის” ეკლესიის ნანგრევები უდე განვ. შუა საუკუნე 12 12  
63 ეკლესიის ნანგრევები უდე შუა საუკუნე 12 12 0,4 კმ ცენტრ. გზიდან
64 ეკლესიის ნანგრევები უდე შუა საუკუნე 10 10 0,2 კმ ცენტრ. გზიდან
65 ეკლესიის ნანგრევები უდე შუა საუკუნე 12 12 0,1კმ ცენტრ. გზიდან
66 კათოლიკური ეკლესია უდე 1998 12 12  
67 ,,უდეს განძი” ექსპონატები ინახება ხელოვნების  სახ. და ახალციხის მუზეუმში უდე ჩვენს წ-მდე XII-XIII საუკუნე 12 12  
68 ,,ციხე-კოშკი” ხანდაკის ციხე უდე დასავლეთი შუა საუკუნე 12 12 0,4 კმ ცენტრ. გზიდან
69 ნაეკლესიარი უდე სამხრეთით ტბასთან შუა საუკუნე 14 14  
70 ეკლესიის ნანგრევები უდე სამხრეთით შუა საუკუნე 14 14 1კმ ცენტრ. გზიდან
71 ეკლესია ბუზმარეთის აღდგენილი 1999 უდე სამხრეთით შუა საუკუნე 17 17  
72 ეკლესია ბუზმარეთის აღდგენილი 2007წ უდე სამხრეთით შუა საუკუნე 17 17 2კმ ცენტრ. გზიდან
73 ზაზალოს ციხე ზაზალო ადრ. შუა საუკუნე   25 0,3 კმ ცენტრ. გზიდან
74 წყისის ნაეკლესიარი უდე სამხრეთით შუა საუკუნე 15 15  
75 ზაზალოს ნაეკლესიარი ზაზალო შუა საუკუნე 24 24  
76 ხვანის ნაეკლესიარი უდე ნასოფლარი ხვანა შუა საუკუნე      
77 ნაეკლესიარი ზემო ენთელი შუა საუკუნე 15 15 1,5 კმ ცენტრ. გზიდან
78 ნაეკლესიარი შოყა დასავლეთით განვ.შუა საუკუნე 15 15 1 კმ ცენტრ. გზიდან
79 ნაეკლესიარი ფხერო აღმოსავლეთით შუა საუკუნე 16 16 0,5 კმ ცენტრ. გზიდან
80 ეკლესიის ნანგრევი სასაფლაოზე ჩორჩანი შუა საუკუნე 2,5 2,5  
             

ზარზმა

align=leftზარზმა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (ადიგენის რაიონი), ქვაბლიანის ხეობაში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. ზოგი დანგრეულია. ბერების სენაკები და სატრაპეზო არ შემონახულა. გადმოცემით, იქ იყო მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი, რომელიც დღეს ლოდებითაა ამოვსებული.

მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ “დადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც “ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.

“თხზულებაში მოცემულია ცოცხალი, რეალისტური სურათი სამცხის იმდროინდელი ყოფისა. ავტორი ამასთანავე პეიზაჟის დიდი ოსტატია. ყოველი კუთხე, ყოველი ადგილი, სადაც კი ბერებს ფეხი დაუდგამთ, ცხოველი საღებავებითაა მოხაზული” (კ.კეკელიძე). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VI-VII-VIII-IX საუკ.)
აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. “სერაპიონმა განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი”. მონასტერმა იწყო ზრდა და მანამდე უდაბურ ადგილას ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა. უძველესი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებულია XIV ს. დასაწყისში სამცხის მთავრის – ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული ადრინდელი შენობიდან გადმოტანილი X ს. წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქართველი მეფის დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ფეოდალ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორს აუჯანყდა.

ზარზმის ტაძარი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი: ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადის მორთულობის სისტემაში, ჩუქურთმები, ჭედურობა და კედლის მხატვრობა, სადაც ტრადიციულ სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა, აგრეთვე, XVI ს. ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძისა და სხვ.) ფრესკები.

ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა საუკეთესო ნიმუშია.

1577წ. ზარზმის ახალმა მფლობელებმა-ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს.
XX ს. დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია, რის შედეგადაც “შეილახა მხატვრობის კოლორიტი და სტილისტიკური თავისებურება.”

ზარზმის მონასტერში (სავანეში), რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვ.
დღეს ზარზმის მონასტრის მნიშვნელობა დიდია საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და ერის გამთლიანების პროცესში. 
 

ჭულე

align=leftჭულის მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირში. მის მეზობლად მდებარეობს საქართველოს უძველესი ისტორიული პუნქტები - ზანავი, ჩორჩანი, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე.
სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება მის სახელწოდებას. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდება „ჭულე.“

XI ს-ში ჭულის მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (XI ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო შესანიშნავი ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება XI საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში.

შემდგომ ხანებში, სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის (1374-1391წწ) მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის განახლების მერე, მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიურ ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი, აქვე, ჭულევის მონასტერში მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც.
 

ჭულის სამონასტრო კომპლექსი:

წმ. გიორგის ეკლესია

align=leftჭულის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე და თარიღდება XIV საუკუნით. ამ ტაძრის ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულის წმ. გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: „შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი თ---თა--- შეუნდნეს ღმერთმან--- ქკს ითა (1381 წ.)“.

ეკლესიის მაშენებლები სამცხის მმართველი საგვარეულოს, ათაბაგთა (ჯაყელთა) ოჯახის წევრები არიან. ათაბაგების „ოჯახური“ ფრესკული პანო ეკლესიის სამხრეთის კედელზეა გამოსახული და ერთდროულად რამდენიმე თაობას წარმოგვიდგენს. აქ გამოსახულნი არიან: სარგის I საბა (1266-1255), ბექა მანდატურთუხუცესი (1285-1306), სარგის II სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი (1306-1334), ყვარყვარე I ამირსპასალარი (1334-1361), შალვა, სამცხის სპასალარი და ათაბაგი (1361-1374).

ბექა მანდატურთუხუცესი, ამავე რეგიონის ძეგლების, საფარისა და ზარზმის ფრესკების მსგავსად, აქაც ეკლესიის მოდელით ხელშია გამოსახული, ე.ი. ტაძრის უშუალო მაშენებლადაა წარმოდგენილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უნდა ვიფიქროთ, რომ ჭულევის ეკლესიის მომხატველი ბექას გამოსახულებაზე მუშაობისას იყენებდა ამ დიდებულის სხვა, უკვე არსებულ პორტრეტს. წმ. გიორგის დღეს არსებული გუმბათოვანი ტაძარი 1381 წელსაა აშენებული სამცხის ათაბაგის, აღბუღას მიერ. მისი ფრესკული ხატი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აწ დაღუპულ ფრესკაზე.

ინტერიერი თავის დროზე მთლიანად ყოფილა მოხატული. მხატვრობა მშენებლობის თანადროულია, დღეისათვის კი მხოლოდ ნაშთიღაა შემორჩენილი, ისიც, მხატვრული თვალსაზრისით, შედარებით მდარე და „ხელოსნური“, თუმცა სახეთა ექსპრესიულობა და ემოციურობა მაინც იგრძნობა.

 

სამრეკლო

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია,
რომლის აღდგენითი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს
 

align=leftჭულის სამონასტრო კომპლექსის მშვენებას ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამრეკლო წარმოადგენდა, რომლისგანაც მხოლოდ ფოტოებიღა შემოგვრჩა. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირსებისა ყოფილა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი: „ჭულების ნახევრად დანგრეული სამრეკლო გვაოცებს მორთულობის სიმდიდრითა და სილამაზით: სარკმლები და სამხრეთის კარი დაფარულია უნატიფესი ჩუქურთმით... ასევე ნატიფია შიდა თაღების შემკულობა... სამრეკლო მთლიანად რომ შემორჩენილიყო, იქნებოდა ყველაზე ლამაზი მთელს საქართველოში“. სამრეკლოს ცისფერი სმალტით შემკულ ჩუქურთმებს აღმოსავლური გავლენაც დაჰკრავდა.

 

 

 

ჭულის სამონასტრო კომპლექსის სხვა ნაგებობები

ჭულის სამონასტრო კომპლექსის ძველ ნაგებობათაგან მხოლოდ რამდენიმეს საძირკველი და დარბაზული ტიპის სამლოცველოს კედლის ნაწილი გადარჩა. ამ სამლოცველოს ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. ბერების ძველი საცხოვრებლებიდან დღეისათვის სატრაპეზოს ერთი კედელია შემორჩენილი ტაძრის ჩრდილოეთით.

1595 წლისთვის ჭული უკვე გაუკაცრიელებულია. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყეში, მიწაში ჩაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი XX ს-ის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს, რომელსაც ისინი ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად, ზარები ეკლესიაშია დაბრუნებული, ერთი ტაძართან ჰკიდია, მეორე კი - სატრაპეზოს შესასვლელში.

XVI-XIX საუკუნეებში ტაძარი იძარცვებოდა გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ, შემდგომში კი ჭული ადგილობრივი მოსახლეობის უფასო ქვის სამტეხლოდაც იქცა.

მონასტრის შეკეთება 1935-36 წლებში უცდიათ რუსებს (არქიტექტორი ხმელევსკი), რაც ძეგლის შეგნებული დამახინჯებით დასრულდა. ამ „რესტავრაციის“ დროს უკვალოდ გაქრა მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი სამრეკლო, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ეკლესია, სამხრეთის მხარეს სხვა ნაგებობანი.

1977 წელს დაიწყო ხელახალი აღდგენითი სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე), რომელიც შეწყდა 1988-89 წლებში თანხების უქონლობის გამო.
 

ჭულის სამონასტრო კომპლექსი დღეს

ბერების საცხოვრებელი

align=left

XVI საუკუნის შემდგომ ჭულში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა, როდესაც ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, თეოდორეს (ჭუაძე) კურთხევით მონასტრის წინამძღვრად განაწესეს მამა სტეფანე (კალაიჯიშვილი), დღეს - ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი. ამავე დროს დაიწყო სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე): მთავარი ტაძრის უკან, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, აშენდა საცხოვრებელი ბერებისათვის; მონასტრის კარიბჭესთან დაიდგა მონუმენტური ქვაჯვარი „ჭულის ჯვართამაღლება“ (მოქანდაკე რ. კორშია).

ამჟამად ჭულის მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი დიმიტრი (კაპანაძე). მონასტრის კრებულს შეადგენენ: მღვდელმონაზონი გრიგოლი (ხურციძე), ბერმონაზონი საბა (სულაბერიძე) და სამი მორჩილი.
მონასტერი იმართება საბაწმინდური ტიპიკონით.

 

ოქროსციხე

align=leftოქროსციხე – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ბოლაჯურში, ადიგენის მუნიციპალიტეტში.
აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში. იგი სამცხის ათაბაგ ჯაყელთა კუთვნილებას წარმოადგენდა. სლესის, წროხის, ოძრხის, ერემჭალის, აწყურის, ასპინძის, ხერთვისისა და სხვა ციხეებთან ერთად ჰკრავდა უმთავრესი გზებისა და ცენტრების ირგვლივ გარკვეული სისტემით განლაგებულ სიმაგრეთა ჯაჭვს. ოქროსციხე განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობდა XV-XVI საუკუნეებში ოსმალოთა წინააღმდეგ ბრძოლაში. XVI საუკუნის მიწურულიდან მას, ისევე როგორც მთელ მესხეთს, თურქები დაეპატრონენ. საქართველოს დაუბრუნდა 1828 რუსთაგან თურქების დამარცხების შემდეგ.

 

 

 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია