მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

სახალხო ზეიმები

,,ბერობანა“ - იმართება XVII საუკუნის დასაწყისიდან ძველ მესხურ სოფლებში არალსა და უდეში. იგი იმართება ადრე გაზაფხულზე, აღდგომის დიდმარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და მთელი კვირის განმავლობაში გრძელდება. სოფლებში ტარდება შეჯიბრებები ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ცეკვებში და სხვა. უშუალოდ კვირა დღეს იმართება განსაკუთრებული სარიტუალო ღონისძიება ,,ბერობანა“, რომელშიც 90-100 კაცი მონაწილეობს.

,,ბერობანაში“ ასახულია მონღოლების მიერ დაპყრობილ საქართველოში არსებული მდგომარეობა. იგი ასახავს მონღოლთა ყაენის დიდი მოურავის მოსვლას სოფელში და მის მიერ ჩატარებულ სადამსჯელო ეპიზოდებს.

,,ანთიმოზობა“ - იმართება ყოველი წლის 26 ივნისს სოფ. უდეში ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად. ზეიმს სათავე დაედო 2005 წლის რუმინეთის საელჩოს ინიციატივა, რადგან რუმინეთში უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ იგი მესხეთის, კერძოდ სოფ. უდის მკვიდრი იყო.

,,შუამთობა“ - ძველი ქართული ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც იმართება ყოველი წლის ივლისის თვის ბოლო შაბათ-კვირას, ე.წ. ფერსათის მთაზე საზაფხულო იალაღებზე მყოფი მოსახლეობის მონაწილეობით. ,,შუამთობისას“ იმართება შეჯიბრებები დოღში და სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სრულდება ცეკვები, სიმღერები და სხვა სახის გასართობი ღონისძიებები.

ანალოგიური სახის დღესასწაული იმართება სოფლების უდისა და არალის მთებში, გოდერძის უღელტეხილთან მიმდებარე საზაფხულო იალაღებზე მყოფი მოსახლეობის მიერ ყოველი წლის აგვისტოს თვის პირველ შაბათს. აღნიშნულ დღესასწაულში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ადიგენის, ასევე მეზობელი რაიონების (ხულო, შუახევი) მოსახლეობაც.

,,ზარზმობა“ - სახალხო დღესასწაული იმართება ყოველი წლის 11 ნოემბერს ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს. დილით ზარზმის მონასტერში წირვის შემდეგ ზეიმის მონაწილეები (რაონის მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები) მონასტრის სიახლოვეს სპეციალურად მოწყობილ თეატრონის სცენაზე წარმოადგენენ მხატვრულ თვითშემოქმედებას, ასევე წარმოდგენილია გამოფენები, ექსპონატები, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ასევე ტრადიციული მესხური რეწვის ნიმუშების.

 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია