მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკა

ადიგენის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს:

  1. ავადმყოფთა, ორსულთა, მშობიარეთა, ჩვილ ბავშვთა ოპერაციების ნაწილობრივი დაფინანსება – პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის
    ქირურგიული ოპერაციების, მკურნალობის ღირებულების ნაწილობრივი თანადაფინასება. ასევე ფინანსდება
    მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსება;
  2. ახალშობილთა ოჯახების დახმარება – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახელეობის - ახალშობილის ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით;
  3. ომის მონაწილეთა დახმარებები 9 მაისისთვის – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად ცხვრობს 11 დიდი სამამულო ომის მონაწილე, რომელთა პატივსაცემად მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად 9 მაისს მართავს საზეიმო შეხვედრას ამ მოქალაქეებთან, უწყობს მათ სადილს და ასაჩუქრებს თითოეულს 50 ლარის ოდენობით;
  4. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დევნილის სტატუსით ცხოვრობს 8 ოჯახი. საახალწლო , სააღდგომო და სხვა რელიგიური თუ ეროვნული დღესასწაულების მათდამი მილოცვის მიზნით მუნიციპალიტეტი ეხმარება ამ ოჯახებს ფულადი დახმარების სახით 100 ლარის ოდენობით;
  5. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშილიანი ოჯახებები იღებენ ერთჯერად დახმარებას ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში 200 ლარის ოდენობით;
  6. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დაღუპულია 15 ახალგაზრდა. მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ხდება დღესასწაულებზე ამ ოჯახებისადმი საჩუქრების გადაცემა;
  7. სამშენებლო მასალებით დახმარება – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება სამშენებლო მასალებით (თუნუქი, ცემენტი);
 
 
მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
 
1) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
4) სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურეობის ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი        დოკუმენტი (ანგარიშ ფაქტურა ან ინვოისი);
5) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურეობის სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის  ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ;
 
 
 
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
 
1) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
2) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
3) ქორწინების მოწმობის ასლი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ  გაცემული ცნობა;
4) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
5) დედის ან მამის სახელზე გაცემული საბანკო ანგარიშის ნომერი;
 
 
 
ახალშობილის ოჯახების დახმარებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
 
1) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
2) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
3) ქორწინების მოწმობის ასლი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ  გაცემული ცნობა;
4) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
5) დედის ან მამის სახელზე გაცემული საბანკო ანგარიშის ნომერი;
 

 


გარდა ამისა მუნიციპალიტეტში 2005 წლიდან სიღატაკის დაძლევის პროგრამა მუშაობს. მასში მონაწილეობს მოსახლეობის სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილება.
განყოფილებაში მოსახლეობისაგან შესული განცხადებების შემდეგ ხდება სოც. აგენტების მიერ ოჯახების შემოწმება და დეკლარაციის შევსება.
განყოფილების ერთერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპენსიო ასაკს მიღწეული, შეზღუდული სტატუსის მქონე და მარჩენალდაკარგული პირებისათვის პენსიის დანიშვნა და მათი საპენსიო მომსახურება. 
სოციალური პროგრამების მომსახურეობის განყოფილება განთავსებულია არტემ ბალახაშვილის ქ.№19-ში, მუნიციპალიტეტის №2–ე ადმინისტრაციულ შენობაში.
 

 

 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია