სამეცნიერო დაწესებულებები
ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ცნობილი სამეცნიერო ცენტრი აბასთუმანი. 1930-31 წ.წ. შუა აზიისა და ყარაბაღის პარალელურად, მეცნიერ გლაზენაპის გამოკვლევებზე დაყრდნობით, მთიანი რაიონების ატმოსფერული რეჟიმის შესასწავლად სამთო ასტრონომიული ობსერვატორიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოვიდა საგანგებო ექსპედიცია რუსი ასტრონომების ვ.ს. მოშკოვას, ბ.ვ. ნუმეროვისა და ვ.ბ.ნიკონოვის შემადგენლობით. გამოკვლევები ჩატარდა ცივგომბორზე, შუამთაში, ბაკურიანში, ცემში, წაღვერსა და აბასთუმნის მიდამოებში. აღნიშნული ექსპედიციის მუშაობის შედეგად კვლავ დადასტურდა, რომ აბასთუმანში მართლაც უნიკალური პირობებია ასტრონომიული კვლევებისათვის. 1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საბოლოოდ 1937 წელს, მთა ყანობილზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე, იქნა გატანილი.

აბასთუმნის ობსერვატორია - ცენტრი

აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპი
|