მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა  
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი  
data-cke-saved-src=/_Adigeni/image/Spec/arrowGrey.gif აიიპ  
/ სასარგებლო წიაღისეული  
/ ნიადაგი  
/ ფლორა და ფაუნა  
/ ჰიდროგრაფია  
/ რაიონის ისტორია  
/ ისტორიული მონაცემები  
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები  
/ არქეოლოგიური გათხრები  
/ ეკონომიკა  
/ წარმოება  

 

   
/

ენერგეტიკა

 

 
/ ტრანსპორტი  
/ სოფლის მეურნეობა  
/ მიწათმოქმედება  
/ მეცხოველეობა  
/ თევზჭერა  
/ მეფუტკრეობა  
/ სამომხმარებლო ბაზარი  
/ სავაჭრო ცენტრები  
/ ბაზრობები  
/ მაღაზიები  
/ ბანკები  
/ კულტურა და სპორტი  
/ თეატრი, მუზეუმი, კინო  
/ ხალხური შემოქმედება  
/ სახალხო ზეიმები  
/ სპორტი  
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა  
/ ჯანდაცვის ობიექტები  
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა  
/ განათლება და მეცნიერება  
/ საბავშვო ბაღები  
/ სკოლები და კოლეჯები  
/ უმაღლესი სასწავლებლები  
/ სამეცნიერო დაწესებულებები  

 

სკოლები და კოლეჯები

მუნიციპალიტეტში განათლების ძირითადი ობიექტებია: საჯარო-საბაზო სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. სულ რაიონში 25 სკოლა და 8 საბავშვო ბაღია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათლების სფეროში გატარებულმა რეფორმამ ოპტიმალური შედეგი მოიტანა. სკოლები ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ საჯარო იურიდიულ პირებად. სკოლებში შეიქმნა სამეურვეო საბჭოები, რომლებიც დირექტორებთან ერთად განაგებენ სკოლებს.

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიზანმიმართული კოორდინაციის შედეგად, წარმატებით ხორციელდება პედაგოგთა გადამზადება. ყველა სკოლას მიეწოდა ეროვნული სასწავლო გეგმა: ვიდეო მასალები და დამხმარე ლიტერატურა სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით.

ყოველწლიურად სკოლების პირველკლასელები ღებულობენ პრეზიდენტის საჩუქარს (ახალ წიგნებსა და ჩანთებს უფასოდ). სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ყველა მოსწავლეზე სახელმძღვანელოების შესაძენად სკოლებს ჩაერიცხათ მიზნობრივი თანხა 50 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტის სკოლებში მიიღეს სპორტული ინვენტარი, მოსწავლის მერხი, დაფები, კომპიუტერები და სხვ.
წარმატებით განხორციელდა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამები, პროექტები, ,,ილია ჭავჭავაძე”, ,,იაკობ გოგებაშვილი”, ,,ირმის ნახტომი”. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის კონკურსებსა და შეჯიბრებებში, კონფერენციებში, სადაც დაიმსახურეს I – II ხარისხის სიგელები და დიპლომები. ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სასკოლო საგნების რაიონულ ოლიმპიადებში. დ. აბასთუმნის საჯარო სკოლის ანსამბლი ფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო სოფ. უდეს №1 საჯარო სკოლის ცეკვის ანსამბლმა რესპუბლიკურ ფესტივალში I ხარისხის დიპლომი და მედლები დაიმსახურა.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” აქტიური მონაწილეობა მიიღეს საჯარო და საბაზო სკოლების მოსწავლეებმა, რომელშიც დ. აბასთუმნისა და სოფ. კახარეთის სკოლებმა გაიმარჯვეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელისშეწყობით, რაიონში აშენდა 3 ახალი საბაზო სკოლა (სოფ. კახარეთი, დერცელი, ღორთუბანი), 10 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.
 
 

მუნიციპალიტეტის სკოლები

# სკოლების დასახელება მოსწ. რაოდ პედაგოგ. რაოდ. ადგილმდებარეობა
1 დ. ადიგენის საჯარო სკოლა 301 37 დ.ადიგენი
2 დ. აბასთუმნის საჯარო სკოლა 186 31 დ. აბასთუმანი
3 არალის საჯარო სკოლა 226 32 სოფ. არალი
4 ბოლაჯურის საჯარო სკოლა 155 25 სოფ. ბოლაჯური
5 ბენარის საჯარო სკოლა 109 23 სოფ. ბენარა
6 ენთლის საჯარო სკოლა 82 19 სოფ. ენთელი
7 ვარხნის საჯარო სკოლა 115 24 სოფ. ვარხანი
8 ზანავის საჯარო სკოლა 171 24 სოფ. ზანავი
9 ლელოვნის საჯარო სკოლა 201 32 სოფ. ლელოვანი
10 მლაშის საჯარო სკოლა 83 24 სოფ. მლაშე
11 მოხის საჯარო სკოლა 193 21 სოფ. მოხე
12 სმადის საჯარო სკოლა 122 23 სოფ. სმადა
13
სოფ. აბასთუმნის საჯარო სკოლა
90 16 სოფ. აბასთუმანი
14 უდეს #1 საჯარო სკოლა 292 43 სოფ. უდე
15 უდეს #2 საჯარო სკოლა 146 26 სოფ. უდე
16 ფხეროს საჯარო სკოლა 91 18 სოფ. ფხერო
17 ხევაშენის საჯარო სკოლა 88 23 სოფ. ხევაშენი
18 გომაროს საბაზო სკოლა 85 12 სოფ. გომარო
19 დერცლის საბაზო სკოლა 45 12 სოფ. დერცელი
20 ზარზმის საბაზო სკოლა 70 18 სოფ. ზარზმა
21 კახარეთის საბაზო სკოლა 103 20 სოფ. კახარეთი
22 ღორთუბნის საბაზო სკოლა 64 13 სოფ. ღორთუბანი
23 წახნის საბაზო სკოლა 40 19 სოფ. წახანი
24 ჭეჭლის საბაზო სკოლა 33 15 სოფ. ჭეჭლა
25 ჭელის საბაზო სკოლა 41 15 სოფ. ჭელა
  სულ 3132 511  

 
დაბა ადიგენის საჯარო–საშუალო სკოლა

 
დაბა აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახ. საჯარო სკოლა








მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია