|
|
აბასთუმნის რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ადიგენის მუნიციაპლიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მხარის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა რეაბილიტაცია.
სახლები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.

|
|
| |
|